LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს შეხვდება

11

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტი დაიწყო.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მამუკა ბახტაძის ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში, აშშ-ის ხაზინასა და სახელმწიფო დეპარტამენტში, მათ შორის, ფინანსთა მინისტრი შეხვდება მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს და სსფ-ის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს. დაგეგმილია შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ბრიჯით ბრინკთან.

დღესვე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრება ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ ორგანიზებულ ღია ბიუჯეტის კვლევების შედეგების ოფიციალურ პრეზენტაციას, სადაც ფინანსთა მინისტრს და ქართულ დელეგაციას ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს პანელურ დისკუსიაში და ისაუბროს რეფორმის შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები