LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე: საქართველო „ერთი სარტყელი–ერთი გზის“ ინიციატივის საკვანძო ქვეყანაა

49

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სააგენტო „ბლუმბერგისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრებისას, ყურადღება გაამახვილა აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს შესაძლებლობებზე. მისი თქმით, საქართველო „ერთი სარტყელი–ერთი გზის“ ინიციატივის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანაა.

”ჩვენს ქვეყანაზე გადის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე გზა. საქართველო ავითარებს ინფრასტრუქტურას არა მხოლოდ სამხერთ კავკასიის რეგიონის კონტექსტში, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ უფრო ფართო მასშტაბის რეგიონზე, ჩინეთის ჩათვლით. თუ შევხედავთ ვაჭრობას ჩინეთსა და თურქეთს შორის, მისი მოცულობა 30 მილიარდი დოლარია და სწორედ საქართველოზე გადის ყველაზე მოკლე გზა ამ ვაჭრობის ხელშესაწყობად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანა ხდება. ”რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი უცხოური ინვესტიციები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოხარული ვართ, რომ ვხედავთ მზარდ ინტერესს მსხვილი კორპორაციების მხრიდან დაიწყონ ბიზნესი საქართველოში. როდესაც ვსაუბრობთ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე, ჩვენ არ ვგულისხმობთ მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ბაზარს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საუბარია უფრო ფართო რეგიონზე. ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ფარავს ევროკავშირს, ჩინეთს, დსთ-ს ქვეყნებს. საერთო ჯამში, საუბარია 2,5 მილიარდზე მეტ ადამიანზე”, – განაცხადა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები