LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე: საქართველოში გვაქვს ხელშესახები ეკონომიკური ზრდა

41

დღეს საქართველოში გვაქვს ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მას აკლია ინკლუზიურობის კომპონენტი, ანუ აკლია ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი თანაბრად არ მონაწილეობს ეკონომიკური დოვლათის შექმნასა და მის განაწილებაში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

“ჩვენ საქართველოს პარლამენტში წარვადგინეთ ჩვენი პროგრამა, საკმაოდ ამბიციურ რეფორმათა პაკეტით. რა თქმა უნდა, მისი დიდი ნაწილი ემყარება წარმატებული ეკონომიკების მაგალითებს… ჩვენ შევეცადეთ, რომ დღეს რა გამოწვევებიც გვაქვს, რეფორმათა პაკეტი ამის გათვალისწინებით მომზადებულიყო, რაც შეიძლება მოკლე დროში და ეფექტურად. დღეს საქართველოში გვაქვს ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მას აკლია ინკლუზიურობის კომპონენტი, ანუ აკლია ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი თანაბრად არ მონაწილეობს ეკონომიკური დოვლათის შექმნასა და მის განაწილებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ გამოვასწოროთ ეს პოლიტიკა,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები