LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

45

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში, ფრანსუა პეშოს შეხვდა.

ფინანსთა სამინსიტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობის მიმართულებები, სსფ-ის პროგრამა, რომელიც სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას. ასევე, განიხილეს 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა და მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები. ხაზი გაესვა ინსტიტუციური რეფორმების, მათ შორის, საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით სსფ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობისა და მისი რეფორმების აქტიური მხარდამჭერია და ეს პარტნიორობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ფრანსუა პეშოს განცხადებით კი, საქართველოსთან მიმდინარე პროგრამა არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კონსერვატიული – 3,5 პროცენტიდან 4.3 პროცენტამდე გაზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები