LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე: ვისურვებდი, დაგროვებითი საპენსიო სისტემა უფრო ადრე გაკეთებულიყო

31

როგორც საქართველოს მოქალაქე, ვისურვებდი, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა უფრო ადრე გაკეთებულიყო, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მემგონი, ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ 2×2=4. საპენსიო რეფორმა არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს მდგრადი და პროგნოზირებადი სოციალური დაცვის გარემო. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ წარმატებულ ქვეყანას მსოფლიოში, ვისაც არ აქვს გაკეთებული საპენსიო რეფორმა. უფრო მეტიც, როგორც საქართველოს მოქალაქე ვისურვებდი, რომ ეს უფრო ადრე გაკეთებულიყო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული მოდელის განხილვა საქართველოს პარლამენტში უკვე დაიწყო. „ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი ტიპის რეკომენდაციისთვის“, – დასძინა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები