LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძის მიერ “ენმ”-სთვის თანხის გადარიცხვის საკითხს აუდიტის სამსახური შეისწავლის

39

პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ “ნაციონალური მოძრაობისთვის” თანხის გადარიცხვის საკითხს აუდიტის სამსახური შეისწავლის. გენერალური აუდიტორის ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით აუდიტის სამსახური საქმის შესწავლის შემდეგ, ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

„ჩვენ არასამთავრობო სექტორმა მოგვმართა. ბუნებრივია, აღნიშნულ საკითხს შევისწავლით და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გავცემთ პასუხს. არსებობს კითხვები, არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რაზეც არასამთავრობო სექტორმა ოფიციალურად მოგვმართა. ჩვენ მოვახდენთ საკითხის შესწავლას, ექსპერტიზას და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არგუმენტირებულ პასუხს გავცემთ,“ – განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მას 2012 წლის აგვისტოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პირადი თანხებით არ დაუფინანსებია და მისი საბანკო ანგარიში ტექნიკურად გამოიყენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები