LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ღლონტი : არ ვაპირებ ვინმეს დავუთმო სახელწოდება “მაესტრო“

89

მამუკა ღლონტი არ აპირებს ვინმეს დაუთმოს სახელწოდება „მაესტრო,“ამის შესახებ იგი „ფეისბუქზე“ წერს.

„ოფიციალურად ვაცხადებ:

1. “მაესტროს“ გარშემო განვითარებულ მოვლენებში მე არ წარმოვადგენ არცერთ დაპირისპირებულ მხარეს.

2. არ არსებობს თეორიული შანსიც კი იმისა რომ მე გავყიდო ჩემს მფლობელობაში არსებული 6.25 % წილი.

3. მაესტროს სარედაქციო დამოუკიდებლობა რომლითაც ასე ამაყობენ “მაესტროს“ ახალი თუ ძველი ჟურნალისტები, რომლითაც სამართლიანად სარგებლობს მაყურებელი, მოპოვებული და დამკვიდრებულია ჩემი და ჩემი თანამებრძოლების პრინციპული ბრძოლისა და თავდადების შედეგად.

მე არ ვაპირებ მატერიალურ ღირებულებად ვაქციო ის რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მე არ ვაპირებ ვინმეს დავუთმო სახელწოდება “მაესტრო“. და თუ სახელმწიფო ან ადამიანთა ჯგუფი რომელთაც ჩემზე მეტი მატერიალური ან რამე სხვა საშუალები აქვთ იძალადებს ჩემზე და უსამართლოდ წამართმევს ამას ყველაფერს, ისინი მოიპოვებენ გამარჯვებას მხოლოდ კონკრეტულ ბრძოლაში, ომს ვერასდროს მოიგებს მოძალადე,“-  დაწერა ღლონტმა „ფეისბუქზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები