LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე ბანკებს მოთმინებისკენ მოუწოდებს

43

ჩვენ, როგორც ძლიერი ინსტიტუტი, რომელიც ბიზნესს უნდა უწყობდეს ხელს, მზად ვართ, ვიდგეთ იმ რიგში, რომელიც სახელმწიფომ დაადგინა, – ამის შესახებ “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის რეფორმის ვადის 2023 წლამდე გადაწევის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ჩვენ ამაზე გვქონდა მსჯელობა ჯერ კიდევ შარშან, როცა ამ თემაზე მიდიოდა მსჯელობა. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონს ეს ამბავი, მაგრამ იმდენად დიდი მნიშვნელობის რეფორმა გაკეთდა და იმდენად დიდია უკვე შედეგი, რომ ალბათ, ვიღაცამ ცოტა უნდა მოითმინოს. ამ შემთხვევაში ბანკებმა უნდა მოვითმინოთ და საშუალება მივცეთ ბიზნესს განვითარებისა და იმ თანხების ბიზნესში ჩაბრუნების, რომელიც უკვე სახეზე გვაქვს და ასეული მილიონი დოლარის რეინვესტიციაზეა საუბარი. ჩვენ, როგორც ძლიერი ინსტიტუტი, რომელიც ბიზნესს უნდა უწყობდეს ხელს, მზად ვართ, რომ ვიდგეთ იმ რიგში, რომელიც სახელმწიფომ დაადგინა”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ასევე საფინანსო სექტორთან კონსულტაციების შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის რეფორმის ვადა 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები