LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე: გვეძლევა საშუალება ანაკლია მსოფლიო რუკაზე მოვნიშნოთ

134

მსხვილი ამერიკული კომპანია SSA Marin ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთ-ერთი ინვესტორი იქნება. პორტის ოპერირებისა და პროექტში ინვესტირებასთან დაკავშირებული დოკუმენტი დღეს გაფორმდა. SSA Marin-ს ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცემა.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ საინვესტიციო პაკეტის მოცულობა და სხვა კომერციული  პირობები კონფიდენციალურია. 

„ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად გვეძლევა საშუალება გავხსნათ საქართველოს საზღვაო კარიბჭე და მოვნიშნოთ ანაკლია მსოფლიო რუკაზე, გადავაქციოთ ის უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ჰაბად. SSA Marine-ის მსგავსი უმსხვილესი ამერიკული კომპანიის მიერ ქართულ პროექტში განხორციელებული ინვესტიცია ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული და უმნიშვნელოვანესი პრეცედენტია“, – ამბობს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე. 

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი SSA Marine-ი ხუთ კონტინენტზე, 250–ზე მეტ სტრატეგიულ ტერმინალზე ოპერირებს  და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება. SSA Marine-ი დიზაინის, ოპერირების და პროექტების განვითარების თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების სტანდარტებს ამკვიდრებს.

შეგახსენებთ, პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაში ნოემბრიდან უნდა შევიდეს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები