LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ობიექტური იქნება

42

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს აქვს მოლოდინი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ობიექტური იქნება. მდინარაძემ ვასილ მაღლაფერიძეს წარმატებები უსურვა.
“ბორდის გადაწყვეტილების სისწორეზე მე რომ ვიმსჯელო, ჩემი მხრიდან ეს არასწორი იქნება. ბორდმა გადაწყვეტილება მიიღო და ის, რომ ყოველგვარი პოლიტიკური დატვირთვისგან გათავისუფლდეს, პოლიტიკოსებმა შეფასებისგან თავი უნდა შევიკავოთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები