LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე – პრეზიდენტი მარგველაშვილი თავს კომიკურ სიტუაციაში იგდებს

41

პრეზიდენტი მარგველაშვილი თავს კომიკურ სიტუაციაში იგდებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გიორგი მარგველაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, რომ არა „ქართული ოცნება“ მას ექნებოდა ნულოვანი რეიტინგი და მისი შანსები ძალიან დაბალი იქნებოდა.

„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰგონია, ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს. მან რამდენჯერმე თქვა, რომ ამ მდგომარეობაში ვამყოფებ როგორც „ქართულ ოცნებას“ ასევე, ოპოზიციასო. სწორედ ამიტომ გაძლევთ ახლა ასეთ კომენტარს – რომ არა „ქართული ოცნება“ მას ექნებოდა ნულოვანი რეიტინგი და მისი შანსები იქნებოდა ძალიან დაბალი. სწორედ იმიტომ გაიმარჯვა მან საპრეზიდენტო არჩევნებში, რომ იყო „ქართული ოცნების“ კანდიდატი. კომიკური სიტუაციაა. ბოლო დღეს რომ დავასახელოთ კანდიდატი, ბოლო მომენტში – მაშინ რა უნდა ქნას? ანუ არ იყრის კენჭს. რეალურად, ის თავს კომიკურ სიტუაციაში იგდებს ასეთი განცხადებით. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მარგველაშვილი დააყენებს კანდიდატურას თუ არ დააყენებს. მმართველ პარტიას აქვს თავისი დღის წესრიგი, ჰყავს ბევრი ღირსეული კანდიდატი, რომელთა დასახელების შემთხვეევაში დღეის მდგომარეობით არცერთ სხვა კანდიდატს გამარჯვების შანსი არ აქვს“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

როგორც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, დღეს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ რომ განაცხადოს, „ქართული ოცნება“ შეარჩევს კანდიდატს, რომელიც შემდგომში იქნება ყველაზე სუსტი და მორჩილი პრეზიდენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები