LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე – პრეზიდენტმა ვეტოს შეგნებულად დაამატა ისეთი საკითხები, რაზეც იცოდა, რომ ჩვენ თანხმობას ვერ განვაცხადებდით

42

ვეტოს ნაწილობრივ გათვალისწინებას კანონმდებლობა არ იცნობს,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოს შეგნებულად დაამატა წინასწარ დაანონსებული ისეთი საკითხები, რაზეც იცოდა, რომ ჩვენ თანხმობას ვერ განვაცხადებდით.

„ამით მან თქვა უარი პოზიტიური წვლილი შეეტანა საკონსტიტუციო რეფორმის იმ წარმატებულ პროცესში, რომელიც აღიარა ქართულმა საზოგადოებამ, აღიარა ვენეციის კომისიამ და ყველა ობიექტურმა დამკვირვებელმა. ამიტომ შედეგი იქნება ის, რომ ჩვენ ვეტოს გადავლახავთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო. 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ექვსი მოტივირებული შენიშვნიდან პირველი ხუთი ის საკითხია, რომლის ჩასწორების ვალდებულებაც „ქართულმა ოცნებამ“ ვენეციის კომისიასთან აიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები