LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე – პრობლემა, რომელსაც ჩვენს გუნდში აქვს ადგილი, იმ მასშტაბის ნამდვილად არ არის, როგორც ეს საზოგადოებას მიეწოდება

74

პრობლემა, რომელსაც ჩვენს გუნდში აქვს ადგილი, იმ მასშტაბის ნამდვილად არ არის, როგორც ეს საზოგადოებას მიეწოდება – გარწმუნებთ, რამდენიმე დღეში პრობლემები დალაგდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, გუნდში განხილვის საგანია შიდა წესების შემოღება და არა სანქცირების მექანიზმის ამოქმედება.

“გუნდის შიგნით შედგა შეთანხმება, რომ ზედმეტი კომენტარები არ იქნება სასურველი, ვიდრე პარტიასა და უმრავლესობაში არ გავმართავთ შეხვედრას. ამ შეხვედრაზე გაირკვევა საკითხები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება. ვფიქრობ, ეს ზედმეტი კინკლაობა არ წაარდგება არც პარტიას და არც ქვეყანას. საზოგადოებასაც კი გაცილებით მძაფრად მიეწოდება ამბები, რაც გუნდის შიგნით ხდება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები