LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამულიჩა შორენა ბეგაშვილის შვილზე: „ევა არის უვაჟკაცესი გოგო, დედას აქეთ აწყნარებს…“

573

შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე ორი დღის წინ მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო. როგორც ექიმები ამბობენ, საბედნიეროდ, არც ერთი მათგანი არ არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი, თუმცა ოპერაციები აუცილებელია, რასაც საქართველოში გააკეთებენ. პირველი ოპერაცია ახლახან დაიწყო, ექიმები ხერხემლის ყველაზე სერიოზული დაზიანების აღმოფხვრას შეეცდებიან.

ამ ხნის განმავლობაში შორენა ბეგაშვილს მხარდაჭერა თითქმის მთელმა საქართველომ გამოუცხადა. სოციალურ ქსელებში თუ პირადად, ყველა ცდილობს მის გამხნევებას…

კახა მამულაშვილი, მამულიჩა ერთერთია, ვინც შორენა ბეგაშვილს მძიმე დღეებში გვერდით უდგას. ახლაც საავადმყოფოში იმყოფება… როგორც კახა სოციალურ ქსელში წერს: „ევა არის უმაგრესი და უვაჟკაცესი გოგო, ბავშვს ასეთი მძიმე ტრავმები აქვს და დედამისს აქეთ აწყნარებს… მოკლედ, საოპერაციოში შეიყვანეს, ყველაფერი კარგად იქნება…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები