LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანანა აბაზაძის ვარსკვლავი 25 დეკემბერს გაიხსნება

72

Ardaidardo.Ge

საქართველოს კულტურის პალატა 25 დეკემბერს „სუხიშვილების“ სოლისტის, მანანა აბაზაძის ვარსკვლავს ხსნის. ღონისძიება თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზშია დაგეგმილი. როგორც დავით ოქიტაშვილი წერს, მოცეკვავისა და კინომსახიობის ვარსკვლავი მაყურებელთა დაჟინებული მოთხოვნით იხსნება.

 

 

მანანა აბაზაძემ 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ენის განყოფილება. ცეკვავდა საქართველოს ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, იყო ანსამბლის სოლისტი. 1986 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ფილმში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (თენგიზ აბულაძე, 1962, მერი). მონაწილეობს ფილმებში: „მაცი ხვიტია“ (გიორგი შენგელაია, 1966, ეკა), „უსახელო უფლისციხელი“ (კარლო ღლონტი, 1968).

 

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია საიტზე biletebi.ge.

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები