LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანანა მანჯგალაძე: „სამი მოაზროვნე გვყავდა ბოლო 150 წლის განმავლობაში – ილია ჭავჭავაძე, მერაბ მამარდაშვილი და კახა ბენდუქიძე…“

805

მანანა მანჯგალაძე ეკრანს დაუბრუნდა. ის „ტევე პირველის“ ეთერში ახალ გადაცემას „საქმიანები“ წაიყვანს. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესსპიკერი და ცნობილი ჟურნალისტი, გიორგი ისაკაძეს სტუმრობდა და თავისი ახალი გადაცემის კონცეფციაზე ისაუბრა.

მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ „საქმიანების“ ყურადღების ცენტრში ისეთი ადამიანები იქნებიან, რომლებიც რეალურად ქმნიან ღირებულს პროდუქტს.

„ჟურნალისტები ხშირად ვბსაუბრობთ იმის შესახებ, რომ ირგვლივ ძალიან ბევრი ნეგატივია, ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის, მგონი, სმოფლიო სევდაა. ამ ნეგატივიდან ხშირად უკიდურესობაში, გადავდივართ. ძალიან ხშირად იკარგებიან საინტერესო პროცესები და ადამიანები, რომლებიც რეალურად ძალიან ღირებულ რაღაცებს ქმნიან და ახერხებენ, რომ თავიანთი პროდუქტი გაიტანონ საზღვრებს გარეთ, რაც ძალიან რთულია.

ჩვენს ქუდში საკმაოდ დიდი ბანერი აქვს კახა ბენდუქიძეს. მიხარია, რომ ის ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ცოცხალი არ არის. ვფიქრობ, ის იყო ყველაზე საქმიანი ადამიანი ბოლო წლებში, ბოლო ათეულ წლებშიც, შეიძლება ითქვას. ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა – სამი მოაზროვნე ადამიანი გვყავს ბოლო 150 წლის განმავლობაში, ილია ჭავჭავაძე, მერაბ მამარდაშვილი და კახა ბენდუქიძე. არ შემეშინდება მათი შედარება. ისინი იყვნენ ყველაზე საქმიანები, ყველაზე უკეთ იცოდნენ, რა სჭირდებოდა ამ ქვეყანას, ყველაზე უკეთ იცოდნენ, რა იყო ამ ქვეყნის პრობლემა და ყველაზე ბევრს ფიქრობდნენ განათლებაზე და მათ ამაში ბევრი რამ ჩადეს. ჩვენი გმირებიც, და ისინი არიან დღევანდელი დღის გმირები, რომელთაც ხელში იარაღი არ უჭირავთ ხელში, მაგრამ ყოველდღიურად ქმნიან რაღაც საინტერესოსა და მნიშვნელოვანს. არასდროს ჰქონიათ ბევრი ფული, პატრონი და დიდი შემოსავალი, მაგრამ ჰქონდათ მიზანი და მისკენ მიდიოდნენ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები