LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანანა მენაბდის საქველმოქმედო კონცერტი 4 აპრილს გაიმართება

38

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი და საქველმოქმედო ფონდი „ჩემი სახლი“ ერთობლივ ღონისძიებას მართავენ. 4 აპრილს თეატრის საგამოფენო სივრცე მზრუნველობამოკლებული ბავშვების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას დაეთმობა, სადაც დასწრება თავისუფალია. ამავე დღეს, საღამოს რვა საათზე, თეატრის სცენას დაიკავებს უცხოეთში მოღვაწე ქართველი შემსრულებელი, მანანა მენაბდე პროექტით „სიზმრები საქართველოზე“.

საქველმოქმედო კონცერტზე მანანა მენაბდე განახლებული რეპერტუარით წარდგება. მისივე თხოვნით, გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ფონდში „ჩემი სახლი“.

ფონდი „ჩემი სახლი“ დაარსდა 2013 წელს, მისი დამფუძნებელია მსახიობი ქალბატონი ნინელი ჭანკვეტაძე, ფონდის დაქვემდებარებაშია მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი,სადაც მუდმივად ცხოვრობს 10 ბავშვი, ასევე ფონდის ბაზაზე მოქმედებს დღის ცენტრის ქვეპროგრამა, რომელიც ემსახურება სოციალურად დაუცველ ოცამდე ბავშვს. ფონდი ასევე დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებსა და მარტოხელა დედებს.

ფონდი ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც მიმართულია ბავშვთა ზრუნვის სისტემაში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობასა და გაძლიერებისაკენ.

ბილეთის ფასი 20 ლარი, ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საიტზე Biletebi.ge.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები