LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჩესტერში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული

84

მანჩესტერში აფეთქების ხმა გაისმა. Manchester Evening News-ის ინფორმაციით, ქალაქის ერთ ნაწილში შეიარაღებული პოლიციაა მობილიზებული.

მანჩესტერის ერთ-ერთმა მცხოვრებმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ აფეთქების ხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 2 საათზე გაისმა, კვანტონ-ქლოუზის კვარტალთან.

პოლიციას მიმდებარე ტერიტორიაზე გზები გადაკეტილი აქვს.

მანჩესტერ-არენაზე მომხდარი აფეთქებიდან 1 კვირა გავიდა. ტერაქტს 22 ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები