LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჩო გიორგობიანი გარდაცვლილ შვილზე და ნარკოტიკებზე: ნუ დავუშვებთ, რომ ჩემი ბედი კიდევ ერთმა დედამ გაიზიაროს

2999

მანჩო გიორგობიანი გარდაცვლილ შვილზე, მასთან ურთიერთობაზე და ნარკოტიკებზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

გიორგობიანს მიაჩნია, რომ საქართველოში გარკვეული ჯგუფები მსუბუქი ნარკოტიკის პროპაგანდას ეწევიან რაც არასწორია. მისი თქმით, ყველაფერი პლანიდან იწყება…

ამის დასტურად საკუთარი შვილის მაგალითი მოჰყავს…

ის მოუწოდებს სახელმწიფოს და ხალხს, რომელიც პროპაგანდას ეწევა, რომ ერის დამღუპველი ექსპერიმენტების ლობირებაში ფული არ აიღონ.

“როგორ უაზროდ და უსახელოდ დაიღუპა თავი , არადა, როგორ მინდოდა ქვეყნის საამაყო შვილი გამეზარდა, მონდოდა მეტრაბახა, როგორც ჩვეულებრივ ამბავს , ისე ვიღებდით სანდროს ყველა ქებას , საკმაოდ ხშირად… სულაც არ მიკვირდა.. ყველაფერი ვიცოდი შენი…
“პლანი” როდის გასინჯე და როდის მოიშორე… “კლუბურ ნარკოტიკს” როდის შეეთამაშე, ესეც მითხარი და რომ “ეს შენი არ არის”, ესეც დაგიჯერე, შენ ხომ არასდროს მატყუებდი დე… მძიმე ნარკოტიკი როდის გასინჯე , ისიც მითხარი და რომ არ შემიყოლიოს, მეშინიაო და მაგიტომაც აღარ მოგინდა ამერიკაში დაბრუნება (სახლში მოაქვთ ყველაფერი, ძნელია უარის თქმაო).. საქართველოში , თბილისში მინდა, მირჩევნია, მამაჩემთან ერთად საქმეს მივხედავო…

ვიღაც ნარკოტიკის პროპაგანდას ეწევა, ვიღაც აპროტესტებს.. ვიღაც ბრაზდება , რომ ტელევიზორიდან გვიქადაგებენ “პლანის სასარგებლოობას”, თითქოსდა არსად წაუკითხავთ, რომ ტვინის ატროფიას იწვევს და პლანით იწყება ყველაფერი…

მაგალითად მე, გავცოფდი, როდესაც ყველაზე პოპულარულ სერიალში, ახალგაზრდა, “მისაბაძი ” გოგო -ბიჭები გვიქადაგებდნენ , თუ როგორი “სვეცკკობაა” და “მოსულა” ნორმა პლანი და ექსტაზი.. იმ წამს მოკვლა მომინდა მსგავსი პროპაგანდის დამკვეთისაც და შემსრულებლისაც.. ძალიან მეწყინა ნიჭიერი და გემოვნებიანი სცენარისტისგან ნარკოტიკის აღვირახსნილი პროპაგანდა.. მეწყინა სახელმწიფოსგან, რომ არანაირი რეაგირება არ მოახდინა… პირდადპირ საკუთარ თავზე მივიღე…. გავმწარდი, რომ ადამიანები არ უფრთხილდებან ადამიანებს ასე მარტივად გიმეტებენ თქვენ, ჯერ კიდევ გამოუცდელებს… თითქოს არ კმაროდეს შენი და უნიჭიერესი, უწესიერესი, ტალანტი დათუნა ცხაკაიას ასეთ უაზრო სიკვდილი, რაღაც სულელური შეცდომის გამო.. არ მესმის, რით განსხვავდბიან” პროპაგანდისტები” “ბარიგებისგან”, ჩემთვის, ორივე გამავრცელებელია… აფექტში ვიყავი, მინდოდა დამერეკა, სკანდალი მომეწყო…მაგრამ როგორღაც თავი ხელში ავიყვანე… მათაც ხომ საკუთარი პოზიცია პროგრესული აზროვნება ჰგონიათ, არადა, უბრალოდ უვიცობის ბრალია, რადგან არცერთი არ მგონია არაადამიანი… ამავე დროს , მე, ჩემი ტრაგიკული სიმართლე მაქვს, ფატალური ფინალით – სანდრო და დათუნა, ყიფო და კიდევ ბევრი სხვა , უნიჭიერესი და ულამაზესი, რომლებმაც გამრავლებაც ვერ მოასწრეს…. შვილიშვილი რომ მყოლოდა, ჩემი უბედურება ხომ განახევრდებოდა?ასე არ ამოვწყდებოდი!..
გთხოთ , გემუდარებით, გონს მოეგეთ,ათასი საშუალებაა, რომ ინფორმაცია ამოკრიფოთ … პროფესიონალებს მაინც დაეკითხეთ… ნუ აიღებთ ერის დამღუპველი ექსპერიმენტების ლობირებაში ფულს… ღმერთი მაღალია, ყველაფერს ხედავს, ყველანი დავისჯებით…ჭეშმარიტება ხომ ერთია – ნარკოტიკის მოხმარება, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით , ოდესმე აუცილებლად აზიანებს სულის ჭურჭელს ან პირდაპირ კლავს ერის მომავალს… ნუ დავუშვებთ, რომ ჩემი ბედი თუნდაც კიდევ ერთმა დედამ გაიზიაროს.. მტერს არ ვუსურვებ, ასეთ ჯოჯოხეთს …
როგორც ფეკალიები არ უნდა გასინჯოს ადამიანმა, ასევე ნარკოტიკი!!! რატომ გავხადეთ სავალდებულო “გასინჯვვა”?! ფეკალიების მოყვარული ავადმყოფებიც არსებობენ, ამიტომ ჩვენც უნდა ავყვეთ და ყველამ გავსინჯოთ, თუ ახალგაზრდებს მოვუწოდოთ, თვალსაწიერის გაფართოებისთვის, გასინჯვა?!…
გადავერთვები რაღაცაზე და უცბად მახსენდება, უცბად მეწყება ხრჩობა… ვიგუდები… წარმოუდგენელია, თითქოს ეს, არანაირად არ უნდა დაგვმართნოდა… სად შემეშალა ?! .. შეიძლება ვბოდავ, არ ვიცი… წამი არ ჩერდება ფიქრი, როგორც ქარი ისე მიქრის…”, – წერს მანჩო გიორგიბიანი სოციალურ ქსელში.

შარშან გიორგობიანის შვილი სანდრო ქოიავა აშშ-ში აეროპორტის საპირფარეშოში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა.

(შენიშვნა: სტატუსი შემოკლებული სახითაა წარმოდგენილი, სრულად მისი წაკითხვა შეგიძლიათ ლინკზე)