LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჩო გიორგობიანი “ქართველთა მარშზე” გამოჩნდა (ფოტო)

232

“ქართველთა მარშზე”, რომელიც დღეს, აღმაშენებლის გამზირზე გაიმართა, მანჩო გიორგობიანი გამოჩნდა.

“მანჩო დაბრუნდა” – წერს აქციის ერთ-ერთი მონაწილე “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო” პოლიტსაბჭოს წევრი ბესო დანელია.

გიორგობიანი ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავადაც წერს:

“მე, რიგითი მოქალაქე მანჩო გიორგობიანი, ვუერთდები ქართველთა მარშს!

ვთვლი, რომ გია კორკოტაშვილის და ქართული მარშის იდეის სხვა ავტორების მოთხოვნები სრულიად სამართლიანია და ეროვნულ ინტერესებს ატარებს. ისევ ჩვენს შვილებს და ჩვენს ქვეყანას იცავს… 
p.s. ვიდრე სერიოზული პრობლემა გამხდარა არალეგალების თარეში, როგორც საფრანგეთში და ევროპის ბევრ ქვეყანაში მოხდა, ჯობს ახლავე მივიღოთ პრევენციული ზომები…”


“ქართველთა მარშის” ორგანიზატორებმა დღეს ეროვნულ – გამათავისუფლებელი მოძრაობა დააარსეს და ხელისუფლებას მოსთხოვეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოშვება გაამკაცრონ. მათ აღმაშენებელზე ( და თბილსის სხვა უბენებში) უცხო ქვეყნის მოქალაქეების სიმრავლე გააპროტესტეს. ხელისუფლებას “ქართველთა მარშმა” ერთ კვირიანი ვადა მისცა.

მანჩო გიორგობიანი 2006-2007 წლებში „იმედის“ კომერციული სამსახურის უფროსი იყო, თუმცა პოპულარული ის სამი წლის წინ, მედიაში გაკეთებული სკანდალური განცხადებების გამო გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები