LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჰეტენზე მომხდარი აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა

88

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში მანჰეტენზე მომხდარი აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. აფეთქების ხმა ადგილობრივი დროით 21:00 საათზე გაისმა. სამართალდამცველებმა ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაგვის ურნაში აღმოაჩინეს, მეორე შემთხვევის ადგილიდან ოდნავ მოშორებით იპოვეს.
ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიანიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები