LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჯუკიჩის გოლი გოლი არ არის: ულამაზესი გოლის სამი ნომინანტი დასახელდა

138

ფიფამ ფერენც პუშკაშის პრიზის მოგების სამი კანდიდატი დაასახელა. როგორც მოგეხსენებათ, ამ პრიზით ყველაზე ლამაზი გოლის ავტორი ჯილდოვდება. ნომინანტთა შორის მოხვდნენ ”არსენალის” შემტევი ოლივიე ჟირუ, ვენესუელის ქალთა ნაკრების წევრი დეინა კასტელანოსი და სამხრეთაფრიკული ”ბაროკის” მეკარე ოსკარინე მასულუკე.

ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონის საუკეთესო გოლი მარიო მანჯუკიჩის შესრულებით ფიფას ყურადღების მიღმა დარჩა.

გამარჯვებულს დეკემბერში გამოავლენენ და მისი დაჯილდოვება ”ოქროს ბურთის” გადაცემის ცერემონიალის დროს მოხდება.

გასულ წელს ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზი მალაიზიური ”პულაუ პინანგის” მოთამაშემ, ფაიზ სუბრიმ მიიღო.

 

პოპულალურები