LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანქანა გარე განათების ბოძს დაეჯახა – გარდაიცვალა 1 და დაშავდა 1 ადამიანი

48

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში – შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს დაეჯახა.

გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი. მედიკოსების თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ კლინიკაში მიყვანილი პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაშავებულის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები