LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანქანა ჯერ გაჩერებას, შემდეგ – პრესის ჯიხურებს დაეჯახა -ავტოსაგზაო შემთხვევა ყაზბეგის გამზირზე

77

გამთენიისას თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ყაზბეგის გამზირზე მანქანა ჯერ ავტობუსის გაჩერებაზე შევარდა, შემდეგ კი იქვე ახლოს მდგომ პრეზის ჯიხურებს დაეჯახა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ მძღოლი ახალგაზრდა გოგონა იყო, დიდი სიჩქარის გამო საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა.

მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი, თავად მძღოლია დაშავებული, ის კლინიკაში გადაიყვანეს.

„ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

ფოტო : “ინტერპრესნიუსი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები