LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანქანაში დატოვებულმა წყლის ბოთლმა შეიძლება ხანძარი გააჩინოს (ვიდეო)

43

ზაფხულის ცხელ დღეებში, მაშინ, როცა ტემპერატურა 40℃-ს აღწევს, ავტომობილში წყლის ბოთლის დატოვებამ შეიძლება, ხანძარი გააჩინოს.

ბოთლმა შეიძლება მზის სხივები ისე გარდატეხოს, რომ გამადიდებელი შუშის ეფექტი იქონიოს.

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა რუსული წყლის კომპანიის, Holy Water-ის მიერ გამოშვებულ ახალ ბოთლებსაც. მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, კომპანიამ ბურთის ფორმის ბოთლები დაამზადა. ამ ფორმის ჭურჭელში კი, კიდევ უფრო იზრდება სინათლის გარდატეხისა და ცეცხლის გაჩენის ალბათობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები