LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მანქანები 3“-ის პრემიერა ქართულ კინოთეატრებში

91

„მანქანები – 3“ 15 ივნისიდან ქართულ კინოთეატრებში გამოდის. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მრბოლელი, მაკქუინი ეკრანებს 11 წლის შემდეგ დაუბრუნდა. ახალი სერია მოგვითხრობს იმაზე, როგორ გადაწყვეტს მაკქუინი, დაუმტკიცოს ახალი თაობის მრბოლელებს, რომ ის მაინც საუკეთესოა.

ანიმაციის ხილვას მაყურებელი IMAX ფორმატშიც შეძლებს. „ვოლი“, „ნემოს ძიებაში“, „დამბოსა და ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ შემქმნელები კიდევ ერთ სათავგადასავლო ჟანრის ანიმაციას წარმოგვიდგენენ.

კრიტიკოსები ფილმს კომერციულ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ფილმის რეჟისორი და ერთ-ერთი სცენარისტი ბრაიან ფი გახლავთ. მულტიპლიკაციურ პერსონაჟებს ისეთი ცნობილი მსახიობები ახმოვანებენ, როგორებიც არიან ოუენ უილსონი და კერი ვაშინგტონი სხვა ვარსკვლავებთან ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები