LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანქანები, გამქრალი ნასამართლეობა, რუსეთის აღგვა პირისაგან მიწისა და სხვა დანარჩენი… – ცნობილების საახალწლო სურვილები

589

რას სთხოვდით საახალწლოდ თოვლის ბაბუას – ამ შეკითხვით ცნობილ ადამიანებს მივმართეთ, მატერიალურის გარდა, მათ არამატერიალური სურვილებიც ჩაიფიქრეს, მათ შორის ერთი-ორი ფანტაზიის სფეროდან, და მაინც… ვნახოთ, რა სურვილები აქვთ მათ სანტასთან…

 

 

 

 

გოჩა თანდარაშვილი, იუმორისტი:

  1. ნიტუკა იყოს ძალიან კარგად
  2. 200 000 ლარი ჩემი მინიმალური ბედნიერებისთვის
  3. რუსეთი აღიგავოს პირისაგან მიწისა

gocha tandarashvili

სალომე გოგიაშვილი, ტელესახე:

  1. ჯანმრთელობა
  2. ბედნიერება
  3. ოცნებების ახდენა

პ.ს. ამის გარდა მართლა არაფერი მინდა. ოცნება კი ძალიან ბევრი მაქვს და თითქმის ყველა შვილებს უკავშირდება. ესეც, ასე (იღიმის).

salome

კახი მამულაშვილი, პროდიუსერი:

  1. მშვიდობა ქვეყანაში…
  2. მეტი პოზიტივი ერში
  3. რასაც მომისჯიან, რომ გაქრეს ეს ნასამართლეობა დროზე. თუ სურვილია, ჩემ თავსაც ვუსურვებ (იღიმის). გირაოთი ვარ გამოშვებული, სასამართლო კი რამდენჯერმე გადაიდო…

mamulicha

მარიტა როხვაძე, მომღერალი:

მინდოდა, ჩემთვის დამეტოვებინა საახალწლო სურვილები, რომ მე და თოვლის ბაბუას გვცოდნოდა მარტო, მაგრამ სამიდან ორს გაგიმხელთ (იღიმის).

  1. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველა მატერიალურზე მაღლა დგას ჩემი მშობლების ჯანმრთელობა. მინდა, ისინი ჯანმრთელები იყვნენ.
  2. რაც შეეხება მატერიალურს, სასწრაფოდ მესაჭიროება ავტომობილი (იცინის). რომელი? მგონი, შენ ხარ ჩემი თოვლის ბაბუ, ისე მეკითხები… (იღიმის), კარგი, გეტყვი – ძალიან მომწონს „რენჯ როვერ სპორტი“, ასევე არ ვიტყოდი უარს „აუდი Q7“-ზე…

marita

ბახვა ბრეგვაძე, მსახიობი:

  1. ვინაიდან თოვლის ბაბუას არ ძალუძს, ის ადამიანები გამიცოცხლოს, ვინც მე მინდა, ამიტომ მას სხვა ტიპის სურვილების ასრულებას ვთხოვ – ჩემი ახლობლების მუდმივი ჯანმრთელობა უზრუნველჰყოს. ჩემი ქვეყანა გაამთლიანოს, ეკონომიკა ამიყვავოს, ტერორიზმი აღმოფხვრას და მშვიდობა დაამყაროს მსოფლიოში.
  2. 4-5 საგზურს ვთხოვდი ამერიკაში, ნიუ-იორკში, რომ მე და ჩემი მეგობრები წავიდეთ და ახალი წლის აღნიშვნა იქ დავასრულოთ (იცინის). ასევე ვთხოვდი „მერსედეს ბენც G კლასს“… მინდა, საინტერესო წელიწადი მქონდეს, უფრო მეტი ბედნიერი დღე, ვიდრე 2015-ში, ახალი და საინტერესო როლები, დაბოლოს, შემოსავალსაც ვთხოვდი, რადგან მატერიალურზე უფრო მეტი აქცენტი გავაკეთე, პირდაპირ ფულს ან მეტ შემოსავალს, ვიდრე 2015-მა მომიტანა (იცინის).

baxva

მაკა ცინცაძე, ტელეჟურნალისტი:

  1. მშვიდობა
  2. ჯანმრთელობა
  3. მეტი ურთიერთპატივისცემა და სიყვარული, ერო (იღიმის).

maka

ნინო მურღულია

 

პოპულალურები