LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარადიულ ცეცხლზე რუსმა ახალგაზრდებმა სოსისები შეწვეს

62

“აქ მათ სოსისებიც შეწვეს”- ასეთი სათაურით აქვეყნებს გამოცემა “კომსომოლკა”  10 სექტემბერს რუსეთის ქალაქ ულიანოვსკში მომხდარ ფაქტს, რომლის მიხედვით ახალგაზრდებმა მარადიულ ცეცხლზე სოსისები შეწვეს და ტანსაცმელი გააშრეს. როგორც გამოცემა იუწყება, ფოტოები სოცქსელებში გავრცელდა და ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება.

ფოტოებს, სადაც 3 ბიჭი მარადიულ ცეცხლთან ზის და ირგვლივ ტანსაცმლები უწყვიათ, სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებელთა უმეტესობამ ახალგაზრდების საქციელი დაგმო. მათი თქმით,   ამ ქმედებით ახალგაზრდებმა  გმირთა ხსნოვნას შეურაწყოფა მიაყენეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს  პირველი შემთხვევა არ არის  და ამ ადგილს ახალგაზრდები მსგავსი ქმედებისთვის ხშირად იყენებენ.

ულიანოვსკის პოლიციაში განაცხადეს, რომ თუ  გამოძიების მსვლელობვისას  რაიმე დარღვევა დადგინდება,  დამნაშავეები დაისჯებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები