LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარადონა ნეაპოლის საპატიო მოქალაქე გახდა (ფოტოები)

164

არგენტინის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი და უკვდავი ლეგენდა დიეგო მარადონა ნეაპოლის საპატიო მოქალაქე გახდა.

მარადონას ნეაპოლის ცენტრალურ მოედანზე საპატიო მოქალაქეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომელსაც ქალაქის მერის ხელმოწერა ამშვენებს, საზეიმო ვითარებაში გადასცეს. ღონისძიებას 10 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

„როგორც იქნა, ნეაპოლის მოქალაქე ვარ და ამისთვის დიდი მადლობა ქალაქის მერს და ყველა ნეაპოლელს“, – თქვა ამ ქალაქისთვის ისედაც ღმერთად ქცეულმა დონ დიეგომ.

„მარადონას საშუალება ქონდა ნეაპოლელები გაერთიანებინა და ეს ოცნება ახდა“, – ასეთი კომენტარი გააკეთა ქალაქის მერმა ლუიჯი დი მაჯისტრისმა.

მარადონა „ნაპოლიში“ 1984-დან 1991 წლამდე თამაშობდა, 259 მატჩში 115 გოლი გაიტანა და გუნდი ორჯერ მიიყვანა სკუდეტომდე. გუნდს ასევე მოაგებინა საერთაშორისო ტიტული – უეფას თასი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები