LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარადონა რუსეთს ეტრფის: აქ მინდა მუშაობა

50

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა მოსკოვშია.

მარადონამ ადგილობრივი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მზად არის რუსეთის ნაკრები ჩაიბაროს.

დიეგო მარადონა:
“მზად ვარ თუ არა ვუხელმძღვანელო რუსეთის ნაკრებს? აქ სწორედ ამისთვის ჩამოვედი”.

რუსი ჟურნალისტები წერენ, რომ მარადონა შესაძლოა სამწვრთნელო შტაბში შევიდეს.

რუსეთის ნაკრებს სტანისლავ ჩერჩესოვი წვრთნის. კონფედერაციის თასზე ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ, ყოფილმა მეკარემ განაცხადა, რომ ნაკრებს არ დატოვებს.

შეგახსენებთ, მარადონა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მშობლიურ არგენტინის ნაკრებს წვრთნიდა, სადაც მეოთხედფინალში გერმანიის ნაკრებთან განადგურდა.

ახლახან კი დონ დიეგომ ისიც კი, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ფანია. ეტყობა, ნიადაგს ამზადებს რუსეთში გადასვლასთან დაკავშირებით. თუმცა მეორეს მხრივ მისი პოლიტიკური გემოვნება ისედაც ყოველთვის აჩენდა კითხვებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები