LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარცხს გამარჯვება მოაქვს! – დათო გოგიჩაიშვილი მარცხის დამარცხების შესახებ

763

სოციალურ ქსელში „სპოთლაითის“ სპიკერის, დავით გოგიჩაიშვილის ლექცია ვრცელდება, რომელიც მარცხის შიშს ეხება.

„მარცხი გამარჯვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონეტია. ჩვენ რაღაცეებს არ ვაკეთებთ, რადგან მარცხის გვეშინია ხოლმე. რას იტყვის ხალხი, როგორც წესი დამბლოკავი ფაქტორია. იდეაში გაცილებთ ნაკლებს ვინერვიულებდით იმაზე, რას იტყვის ხალხი, რომ ვიცოდეთ, რამდენად იშვითად ფიქრობს ხალხი ჩვენზე. ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო რამ შემხვდა, საიტზე  https://www.rejectiontherapy.com/. საიტი, რომელიც ერთმა ადამიანმა გააკეთა და ის ამბობს, რომ იმისათვის, რათა დაემარცხებინა მარცხის შიში, აგროვებდა „ჩელენჯებს“. მოდი რაღაც გამოწვევა მითხარით, მე აპრიორში ვიცი, რომ დავმარცხდები, უბრალოდ ეს საჭიროა, რომ შევეჩვიო მარცხს. ამისათვის მითხართ იდეები და მე ამას გავაკეთებ. ის სპეციალურად თავს იგდებდა ისეთ სიტუაციებში, რომ დამარცხებულიყო. მაგალითად მიდი უცნობთან და სთხოვე, რომ 100 დოლარი გასესხოს. მერე ყვება, რომ თავიდან კი ვაკეთებდი ამასო, მაგრამ ერთი სული მქონდა, რომ გამოვქცეულიყავიო. მერე იმდენად შეეჩვია უარს, რომ ამ ტიპმა მარცხთან შეჩვევით, მარცხითვე მარცხის შიში დაამარცხა. ბოლოში ისწავლა, რომ ითხოვე და მოგეცემა. ბოლოს მიაჭრა ერთ-ერთ უნივერსიტეტში და უთხრა, მე თქვენთან უნდა ვასწავლოო, ერთმა პროფერომა გააგდო კინწისკვირით, მაგრამ ეს უკვე მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. დღეს უკვე ეს კაცი ასწავლის უნივერსიტეტში.

ნებისმიერი გამორჩეული ადამიანი, გინდა ბიზნესში, სპორტში, ხელოვნებაში, როდესაც მათ ქეისებს ვუყურებ, ჩვენ  ზედაპირულად ვიცით მათი გამარჯვებები, ამის უკან რა დგას, შრომა და მარცხი, არ ვიცით. ასეთი ქეისები ქართველებსაც ბევრი გვაქვს. მაგალითად კახი კავსაძე “დაბრაკეს” თეატრალურ ინსტიტუტში, რომ მეტყველება არ გივარგაო. ბუბა კიკაბიძეს უთრეს, ხმა არ გივარგაო და არ მიიღეს მუსიკალურ გუნდში. იგივე კახი კალაძის ისტორია, როდესაც მას ნაკრებში არ აყენებდნენ.  ნათია თოდუა, რომელმაც გერმანული „ვოისი“ მოიგო, ჩვენს ქართულ „ვოისში“დაიწუნეს, რომ აი რა სასაცილო გამოსვლა გქონდაო. რომ არა არ ეს მარცხი, მაშინ არც მოინდომებდა გერმანულ „ვოისში“ წასვლას. მე ვამბობ, რომ რაც გინდა, ყოველთვის გამოგივა. თუ არ გამოგივიდა, არ გდომებია”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები