LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, საქართელოში მიიმალა – იგორ ნანიევი

49

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევის მკვლელს ეძებენ. როგორც სააგენტო „რესს“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შს მინისტრმა, იგორ ნანიევმა, განუცხადა, სამართალდამცავმა ორგანოებმა მკვლელის ვინაობა დაადგინეს.

ეჭვმიტანილი მიიმალა. სავარაუდოდ, ის საქართველოში გადავიდა, – განაცხადა ნანიევმა.

ე.წ. სამართალდამცაველების ინფორმაციით, საქართველოში მარეკ დუდაევის მკვლელის ნათესავები ცხოვრობენ.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები ეჭვმიტანილის ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებენ.
ე.წ. რესპუბლიკის დე ფაქტო შსს-ში აცხადებენ, რომ მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პირადი უთანხმოება გახდა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი გუშინ მოკლეს. „რესის“ ინფორმაციით, მკვლელობა სოფელ არცევში მოხდა. სააგენტოს დე ფაქტო შსს-ში განუცხადეს, რომ მარეკ დუდაევი სოფლის ყოფილ კლუბში მოკლული იპოვეს. მას სამჯერ ესროლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები