LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგარეტ ტეტჩერის საიდუმლო დიეტა – 20 კილოგრამი ერთ თვეში!

592

ამერიკელი დიეტოლოგის მიერ სპეციალურად „რკინის ლედისთვის“ შეიმუშავებული კვების სისტემა ოთხი კვირა გრძელდება და 20 კილოგრამით წონაში დაკლებას გვპირდება. დიეტის არსი ციტრუსისა და კვერცხის განსაკუთრებულ კომბინაციაშიაა, რომელიც რეკორდულად მცირე დროში წვავს ცხიმებს.

 დიეტის წესები:

– ოთხი კვირით სრულად ამოიღეთ რაციონიდან მარილი.

– მიირთვით ზომიერად, არ დაიმძიმოთ კუჭი და შეინარჩუნეთ სიმსუბუქე.

– დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ.

– შეიტანეთ რაციონში ხილი.

– თუ არ მოგწონთ კერცხი,  ჩაანაცვლეთ ის ხაჭოთი.

– ნუ აქცევთ ვახშამს სადილად.

 აკრძალულია:

ალკოჰოლი, შაქარი, რძე, ღორის ხორცი, ბანანი, კარტოფილი, სიმინდი, კარაქი, ბურღულეული, მაკარონი, ნამცხვარი, ცხიმიანი ყველი.

ნებადართულია:

ნებისმიერი ციტრუსი, კვერცხი, უცხიმო საქონლის ხორცი, ქათმის ფილე, პომიდორი, მწვანილი, ვაშლი, მსხალი, სტაფილო, კომბოსტო, უცხიმო ყველი, ბულგარული წიწაკა, ნიორი, კიტრი.

მენიუ (პირველი 2 კვირა):

საუზმე – ორი მოხარშული კვერცხი, გრეიფრუტი, უშაქრო ჩაი.

სადილი – მოხარშული ხორცი ლიმონით შენელებული სალათით ან პომიდვრის, ყველისა და მწვანილის სალათი ან ხილის სალათი უცხიმო იოგურტით.

ვახშამი – 300 გრამი მოხარშული უცხიმო ხორცი ბოსტნეულის გარეშე ან 2 მოხარშული კვერცხი და გრეიფრუტი.

შემდეგი ორი კვირა შედარებით მკაცრია:

მოაწყვეთ განტვირთვის დღე, მიირთვით მხოლოდ ხილი და უცხიმო იოგურტი, მეორე დღეს კი, მიიღეთ მხოლოდ მოხარშული ბოსტნეული ნივრითა და მწვანილით.

ერთ დღეს მიირთვით მხოლოდ ცილით მდიდარი პროდუქტი, გადაანაწილეთ მთელ დღეზე 400 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, 100 გრამი ხაჭო, 2 მოხარშული კვერცხი.

ფინალური ეტაპი (ბოლო 4-5 დღე):

ერთი დღის რაციონი – 2 ფორთოხალი, 3 პომიდორი, 1 კიტრი, 300 გრამი ქათმის ან საქონლის ხორცი, რომელიც ხაჭოთი ან ყველით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები