LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი: ილია მეორემ დაამარცხა ამპარტავნება, ვერცხლმოყვარება

37

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 85 წლის იუბილეს ულოცავს.

“თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ იუბილეს და აღსაყდრების 40 წლისთავს.

რა არის მნიშვნელოვანი ამ თარიღებში, რომლის დროსაც ჩვენ ვიკრიბებით და ერთმანეთს ვუზიარებთ სიხარულს? მნიშვნელოვანია, რომ ამ თარიღების აღნიშვნისას, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა შევაჯამოთ და კიდევ ერთხელ შევხედოთ თქვენს მოღვაწეობას და ღვაწლს.

თქვენო უწმინდესობავ, ნებისმიერი ქრისტიანის ცხოვრება ეს არის ბრძოლა, ბრძოლა, როგორც ადამიანის შიგნით, ასევე იმ გამოწვევებთან, რომელსაც საზოგადოება და ამქვეყნიური პრობლემები, მის წინაშე აყენებს.

ამ მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნისას ჩვენ ვგრძნობთ ძალას. ძალას იმიტომ, რომ აი ეს გამოწვევა, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაშიც არის, სწორედ ამ გამოწვევების დამმარცხებელ ადამიანს ვხედავთ, არა მოყოლით, არა იდეებში, არა წიგნად, არა თეორიულად, არამედ ცოცხლად ვხედავთ ადამიანს, რომელმაც დაამარცხა ძალიან ბევრი სირთულე. რეალურად ვხედავთ ადამიანს, რომელმაც დაამარცხა ამპარტავნება, ვერცხლმოყვარება.  ადამიანმა, რომელმაც დაამარცხა ის გამოწვევები, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს და ამ გამოწვევათა დამარცხებით თავისი თავი, ჩვენი ერი ძალად აქცია.

გმადლობთ თქვენო უწმინდესობავ, ამ საოცარი მაგალითისთვის, რომელიც ჩვენ გვაძლიერებს” – ნათქვამია წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები