LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი: იუსტიციის საბჭომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა უნდა შეაჩეროს

80

„გირგვლიანის შესწორებების“ პასუხი იყო იმ მოსამართლეების დამტკიცება, რომელიც ჩვენ ორი დღის წინ ვნახეთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა. გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს და იუსტიციის საბჭოს მიმართავს, ვიდრე „გირგვლიანის შესწორებები“ კანონად არ იქცევა, იუსტიციის საბჭომ მოსამართლეების უვადოდ დანიშნვნა უნდა შეაჩეროს.

გირგვლიანის შესწორებებს“ სასწრაფოდ უნდა დავუბრუნდეთ პარლამენტში. ვიდრე არ იქნება „გირგვლიანის შესწორებები“ შესული ძალაში როგორც კანონი, მათ შორის დაფუძნებული იმ პოლიტპატიმრების სიაზე და იმ ხალხზე ვინც მიბმულია ამ სიასთან, იქამდე უნდა გავაჩეროთ სამუდამო დანიშვნები იუსტიციის საბჭოში.დავნიშნოთ სხვა მოსამართლეები ახალი ვადით. სამუდამო დანიშვნები გავაჩეროთ. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მოსმენილი.„ გირგვლიანის შესწორებები” უნდა იქცეს კანონად და სისტემის გაჯანსაღება უნდა დაიწყოს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც ცნობილია, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა იწყებს მუშაობას პროექტზე, სახელწოდებით „გირგვლიანის შესწორებები“. ამ შემთხვევაში საქმე კონკრეტულ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ეხება, რომელიც როგორც მდინარაძე აცხადებს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, მართლმსაჯულების შეუვალობას.

პოპულალურები