LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი: მთავარი პროკურორის კანდიდატურებზე მსჯელობა არის გაქცევა იმ მთავარი საკითხიდან, რომელიც საზოგადოებამ დააყენა

72

„მთავარი პროკურორის კანდიდატურების თაობაზე მსჯელობა არის ზურგის შექცევა იმ მთავარი საკითხისთვის, რომელიც საზოგადოებამ ძალიან ნათლად დააყენა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ კონკრეტული კანდიდატურების განხილვა არის გაქცევა იმ საკითხიდან, რომელიც პროკურატურაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით საზოგადოებამ დააყენა.  გარდა ამისა, პრეზიდენტის განცხადებით, კანდიდატების შერჩევა საზოგადოებრივი განხილვების გარეშე მოხდა.

ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიური საჯარო კონსულტაციები უნდა მომხდარიყო. მე რამდენადაც ვაკვირდები, ისე მოხდა კანდიდატურების დასახელება, რომ საზოგადოებრივი განხილვები არ ყოფილა. შესაბამისად, ცალკე კანდიდატურებზე მსჯელობა არის გაქცევა საზოგადოების მთავარი შეკვეთიდან, რომ ეს იყოს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი პროფესიონალი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მთავარ პროკურორს უნდა ჰქონდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა, რათა აღარ მოგვიწიოს ისეთი ტრაგიკული ისტორიების მოსმენა, რომელიც გასულ თვეს რუსთაველის გამზირზე ისმოდა.

„პროკურატურის სისტემას უნდა ჰქონდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა. იმისთვის, რომ ჰქონდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და ჩვენ არ ვისმენდეთრუსთაველის გამზირზე ტრაგიკული ისტორიების მთელ საგას, რომლის მოსმენაც სამწუხაროდ ჩვენ მოგვიხდა, ამისთვის ჩვენ გვჭირდება   საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი მთავარი პროკურორი, რომელსაც გარდა მაღალი სანდოობისა, ექნება შესაძლებლობა,  სისტემის შინაარსობრივი რეფორმა განახორციელოს,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები