LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი “ქართული ოცნებისთვის” საპრეზიდენტო არჩევნებში არანაირი რისკფაქტორი არ არის – ირაკლი კობახიძე

51

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნებისთვის“ არანაირი რისკ-ფაქტორი არ არის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების თვალსაზრისით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „არჩევანი“ განაცხადა.

„მარგველაშვილი იმ შემთხვევაში იქნებოდა ჩვენთვის ფაქტორი, თუ მას ექნებოდა მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა, თუმცა, სურათი არის ისეთი, რომ მეორე ადგილზე მისი გასვლის ალბათობა არის ძალიან დაბალი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის პროგნოზით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს, ხოლო მეორე ადგილზე ერთმანეთს კონკურენციას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გაუწევენ.

„ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ პირველი ადგილის ბედი გადაწყვეტილია – ეს იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი. რაც შეეხება მეორე ადგილს, აქ იქნება კონკურენცია ძირითადად, ორ სუბიექტს შორის. არსებითად არ შეცვლილა ვითარება მას შემდეგ, რაც ჩატარდა ბოლო მუნიციპალური არჩევნები და კონკურენცია წარიმართება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები