LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს?!

37

იურისტი ლევან ალაფიშვილი გაზეთ „ვერსიასთან“  ამბობს, რომ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შეუძლია.

„კონსტიტუცია პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლებას, მართლაც ანიჭებს, ოღონდ აქ რამდენიმე პირობა და დათქმაა ჩადებული. ამას იმ პოლიტიკოსების გასაგონად ვამბობ, ვინც ამ ხაზის გაგრძელებით, ვადამდელ არჩევნებს ან სხვა პოლიტიკურ მოქმედებებს გეგმავს! აჯობებს, ცოტა მეტი კანონი წაიკითხონ, რადგან კონსტიტუციაში წერია:

თუ ჩათვლის, რომ კონსტიტუციურ წესრიგს საფრთხე ემუქრება, პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება აქვს, თუმცა ეს გადაწყვეტილება მის აღსრულებას არ ნიშნავს ანუ ეს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება არაა. პრეზიდენტს ამ პროცესის მხოლოდ დაწყება შეუძლია, მეორე ნაბიჯია მთავრობასა და პრემიერთან შეთანხმება და თუ ეს ორივე შტო შეთანხმდა, მაშინ საჭიროა პარლამენტის თანხმობა.

ასევე, უნდა განისაზღვროს საგანგებო მდგომარეობის ვადა და ტერიტორია. ისე, გადაეცით პოლიტიკოსებს, რომ საგანგებო მდგომარეობა 2008 წლის აგვისტოს 5 დღიანი ომის შემდეგ ოკუპაციის კანონის მიხედვით ჩვენს ქვეყანაში ისედაც მოქმედებს, ამიტომ ზედმეტი არეულობა აღარ უნდათ. თუმცა, ეს არჩევნების დანიშვნის საკითხზე მაინც გავლენას არ ახდენს. ამასთან, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მთავრობის გადადგომის საფუძველი არ არის და არც პარლამენტის დათხოვნას ნიშნავს. ვადამდელი არჩევნების გამომწვევი ერთადერთი შემხთხვევაა, თუკი მთავრობა და პარლამენტი ბიუჯეტზე ვერ თანხმდება. ამ შემთხვევაში პრეზიდენტ ს შეუძლია ან ერთი გაუშვას, ან მეორე,“ – ამბობს ალაფიშვილი „ვერსიასთან“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები