LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

105

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე ხელმეორედ კენჭისყრას არ გამორიცხავს.

“არა, ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ“, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში კითხვას, გამორიცხავს თუ არა იმას, რომ მეორედ იყაროს კენჭი.

“მე ის ფაქტორები გითხარით, რომლიდანაც გამომდინარე ამ თემაზე ვფიქრობ. ბევრი კონტექსტია გასააზრებელი – თვითონ ქვეყნის მდგომარეობა, ის ერთპარტიული ვექტორი, მთელი უმრავლესობები, რომლებიც ყალიბდება ყველა მიმართულებით. დღეს კიდევ რაღაც პოლიტიკური დისკუსია იქიდან გამომდინარეა, რომ მე არ ვიკავებ ერთმნიშვნელოვნად „ქართული ოცნების პოზიციას“. აქედან გამოდინარე, რაღაც დინამიკა მაინც არის“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წელს ჩატარდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები