LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი – სლოვაკეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები გვაერთიანებს

86

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს გამართული შეხვედრები შეაჯამა და აღნიშნა, რომ სლოვაკ კოლეგებთან ორი ძირითადი საკითხი – ევროპასა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები განიხილა.

„ჩვენ ჩამოვედით მეგობარ ქვეყანაში, რომელთანაც გვაერთიანებს ბევრი სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხი.
პირველ რიგში, ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენს ორმხრივ თანაშრომლობას, რომელსაც ძალიან ბევრი ასპექტი გააჩნია. ასევე, ჩვენ იმ მომავალი, სტრატეგიული, მნიშვნელოვანი მიმართულებების კოორდინირებას ვახდენთ, როგორიცაა ნატო-ს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტები”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა და ანდრეი კისკამ  გუშინ “თავისუფლების კარიბჭის” მემორიალი გვირგვინით შეამკეს
საქართველოს და სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა დევინში “თავისუფლების კარიბჭის” მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და 1945-1989 წლებში კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

მემორიალი, რომელიც ცივი ომის პერიოდში ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთისას 400-მდე ჩეხოსლოვაკიის მოქალაქის ხსოვნის პატივსაცემად 2005 წელს გაიხსნა, პრეზიდენტებმა გვირგვინებით შეამკეს.

“ჩვენ ვიმყოფებით იმ ადგილზე, სადაც პატივს მივაგებთ გარდაცვლილ ადამიანებს, ვინც თავისუფლებას შესწირა თავისი სიცოცხლე, როდესაც ცდილობდა სოციალისტური ბანაკიდან გაქცევას.

ეს მონუმენტი ფაქტიურად ტოტალიტარიზმის დანგრევის ტოლფასია, ფაქტობრივად ასეთივე მონუმენტია ბერლინის კედელი.
მე დავპირდი ბატონ პრეზიდენტს, რომ ჩვენც დავანგრევთ კედლებს, ისევე როგორც ევროპამ დაანგრია და სწორედ იმ ადგილას, სადაც ბატონმა პრეზიდენტმა ხელი ჩამოართვა მავთულხლართების იქით დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, სწორედ იმ ადგილას ჩვენც ავაგებთ მონუმენტს დანგრეული ტოტალიტარიზმისთვის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პოპულალურები