LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი: უშიშროების საბჭოს გაუქმება იყო პოლიტიკური აბსურდი

44

უშიშროების საბჭოს გაუქმება იყო ისეთი პოლიტიკური აბსურდი, რომელსაც ვერც ერთი ქვეყნის სპეცსამსახური ვერ ინატრებდა, რომ ჩვენს თავს გავუკეთებდით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში, ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურისა და მედეგობის შესახებ მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, უშიშროების საბჭოს გაუქმებით, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებით არის გათვალისწინებული, “ჩვენ გავაქრეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ერთიანი პოზიციის შესახებ”.

“კარგი ამბავი არის ის, რომ ნელ-ნელა დაიწყეს ფიქრი იმის თაობაზე, რომ თურმე მთავარი სამხედრო-პოლიტიკური ორგანო გაუქრიათ კონსტიტუციიდან და ახლა მიდის მუშაობა, როგორ გამოვიგონოთ ახალი ველოსიპედი, როგორ აღვადგინოთ ეს ფორმატი. კარგია, რომ ამის გააზრება სწრაფად მოხდა. მაგრამ სანამ უშიშროების საბჭო არსებობს, ჩვენ იმ პოზიციას, რომელსაც ერთობლივად ჩამოვაყალიბებთ ჩვენი მედეგობისხარისხთან დაკავშირებით, გავუზიარებთ უშიშროების საბჭოს წევრებს და ავსახავთ შესაბამის დოკუმენტებში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები