LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტი მიიღო

49

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პრეზიდენტი, დოქტორი შინიჩი კიტაოკა მიიღო.

შეხვედრისას განხილული ძირითადი საკითხები ქვეყნებს შორის არსებული წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაფართოება იყო.

საუბარი შეეხო JICA-სთან თანამშრომლობის გაღრმავებას, აგრეთვე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.

„JICA-ამ მიმდინარე წელს გახსნა ოფისი საქართველოში, რომელიც მოიცავს, როგორც აზერბაიჯანს ისე სომხეთის ტერიტორიას.
JICA-სთვის საქართველო საინტერესოა თავისი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობით. მოგეხსენებათ იგი აკავშირებს აზიასა და ევროპას. JICA-ს ხედვით, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით, საქართველოს აქვს ძალიან დიდი და ღირებულებითი დატვირთვა“,- განაცხადა მაია მელიქიძემ

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები