LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილმა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი მიიღო

33

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრი ინე ერიქსენ სორეიდესი მიიღო.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ნორვეგიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა ნორვეგიის მიერ საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარების პროცესში შეტანილ წვლილზე და საქართველოსა და ნორვეგიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 5 წლიან ურთიერთობაზე, რომლის პრიორიტეტულ მიმართულებებსაც სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობა და ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზება წარმოადგენს.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუმარს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ნორვეგიის ჩართულობისათვის, საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები