LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილმა ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან სატელეფონო საუბარი გამართა

38

​საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა.

საუბარი საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმას შეეხო.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯანი ბუკიკიოს და ვენეციის კომისიას საქართველოსსაკონსტიტუციო პროექტთან მიმართებაში ჩატარებული სამუშაოსათვის და კომისიის მიერ ცვლილებებთანდაკავშირებით შემუშავებულ რეკომენდაციებს საინტერესო უწოდა. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმავენეციის კომისიის აქტიურ ჩართულობას განხილვების პროცესში.

როგორც პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიოსთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, 16-18 ივნისს დაგეგმილვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებითკომისიის დასკვნას განიხილავს, მის პოზიციას საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე გააცნობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები