LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილს მერაბიშვილის შეწყალების შემთხვევაში, პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს – ლევან კობერიძე

145

კობერიძე მიიიჩნევს, რომ, პრეზიდენტს შეწყალების უფლება აქვს და შეიწყალებს თუ არა მერაბიშვილს, მისი გადასაწყვეტია.

„რა გადაწყვეტილებას მიიღებს, არ ვიცი, მაგრამ ვანო მერაბიშვილის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება იცით. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ის სასჯელს დამსახურებულად იხდის და ამაზე საზოგადოება შეჯერებულია. თუ პრეზიდენტი რამე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მისი პოლიტიკური ან ღირებულებების ფასი იქნება,“ – განაცხადა კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კი, საქართველოს ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.