LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარია შარაპოვას შესაძლოა დისკვალიფიკაციის ვადა შეუმცირონ

106

რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო მარია შარაპოვასათვის დისკვალიფიკაცის ვადის ერთ წლამდე შემცირებას გეგმავს, ამის შესახებ კი ოფიციალურად სექტემბერში განაცხადებენ.

როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად რუსი ჩოგბურთელი ორწლიან დისკვალიფიკაციას აკრძალული პრეპარატის – მელდონიუმის გამოყენებისთვის იხდის,თუმცა მან ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სასჯელის ვადის ათვლა 2016 წლის 26 იანვრიდან დაიწყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შარაპოვას დისკვალიფიკაციის ვადას შეუმცირებენ, იგი მაინც გამოტოვებს 2017 წლის ავსტრალიის ღია პირველობას. თავად ჩოგბურთელს ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები