LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა

102

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურა ჯაფარიძისა და “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელის საფუძველზე მიიღო.

ჯაფარიძე და მეგრელიშვილი მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას ითხოვდნენ, მათ ინტერესებს “გირჩის” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია იცავდა.

მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს. მათივე მტკიცებით, მარიხუანას მოხმარებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს მხოლოდ მისი მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე. მოსარჩელეთა თქმით, დასახელებული ქმედება არ უქმნის რეალურ საფრთხეს სხვა რომელიმე ღირებულ საჯარო ინტერესს. მათივე განმარტებით, მარიხუანას მომხმარებლის დასჯა მხოლოდ მორალისტური და პატერნალისტური არგუმენტებით წინააღმდეგობაში მოდის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო, რომელსაც მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, მაია კოპალეიშვილი და ევა გოცირიძე შეადგენენ.

საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 30 მაისს გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები