LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიხუანის შეძენა-შენახვა და კულტივირება სისხლის სამართლებრივად დასჯადი აღარ იქნება

278

მცირე ოდენობით მარიხუანის შეძენა-შენახვა-გადაგზავნა და კულტივირება სისხლის სამართლებრივად დასჯადი აღარ იქნება, შესაბამისი ცვლილებები კანონში შედის, რომლის წარმდგენიც იუსტიციის სამინისტროა.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომ კანონში ცვლილებების შეტანის ძირითად მიზანი მარიხუანის – მცენარე კანაფისა და სხვა დანარჩენი ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევაში სამართლებრივი რეჟიმის ერთმანეთისგან გამიჯვნაა.

ბარამიძის ინფორმაციით, მცირე ოდენობით მარიხუანის და მცენარე კანაფის კულტივირებაზე, შეძენაზე, შენახვასა და გადაზიდვაზე სააპტიმრო სასჯელი აღარ გავრცელდება.

ამასთან, ახალი ინიციატივით ლიბერალიზაცია მოხდება ისეთი სასჯელის, რომელიც არის დიდი ოდენობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობის კანაფის მოხმარებაზე.

ბარამიძის თქმით, სასჯელი იქნება არა ადმინისტრაციული პატიმრობა, არამედ ჯარიმა.

ოპოზიციაში შემოთავაზებულ კანონპროექტს საკონსტიტუციო სასამართლოს გამოძახილად აფასებენ. ევროპული საქართველოს ერთ-ერთ წარმომადგენლის გიორგი ტუღუშის თქმით, ინიციატივა არა დეკრიმინალიზაცია, არამედ  მარიხუანის მოხმარებისთვის და შენახვისთვის მხოლოდ პატიმრობის გაუქმებაა.

ერთ-ერთი, ვინც მარიხუანის დეკრიმინალიზებას ითხოვდა, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ იყო. „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კომიტეტის სხდომას სტუმრის სტატუსით დაესწრო. მისი თქმით, შემოთავაზებულ ვერსიაში მარიხუანის მოხმარების არც დეკრიმინალიზაციაზე და არც ლიბერალიზაციაზე არ არის საუბარი და ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისობაში მოყვანა კანონმდებლობასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები