LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიკო ებრალიძე პირველად ახლად შეძენილი შვილის შესახებ – „მეუღლე მშობიარობას დაესწრო…“

422

თბილისის „ბიგ-ბენდი“, საკუთარ და მოწვეულ სოლისტებთან ერთად, 18 ოქტომბერს, „თბილისობაზე“, გალაკონცერტს შემოგვთავაზებს, სადაც ქართული სიმღერები აჟღერდება. რეპეტიციაზე, რომელიც ბიგ-ბენდის ოფისში მიმდინარეობდა, რამდენიმე მომღერალს შევხვდით, მათ შორის მარიკო ებრალიძეს და შეკითხვები არა მხოლოდ ამ კონცერტის შესახებ, არამედ იმ თემაზეც დავუსვით, რაზეც არსად ულაპარაკია. პატარაზე, რომელიც სექტემბერში შეეძინა…

თბილისობას აღნიშნავ ხოლმე?

ვფიქრობ, იმდენად ორგანული გახდა არა მხოლოდ თბილისელებისთვის ეს ლამაზი დღეობა, რომც არ გინდოდეს, მაინც აღგენიშნება. სადცა უნდა გახვიდე, ყველაგნ იგრძნობა, რომ დღესასწაულია, გემრიელობების და საინტერესო რაღაცების გამოფენა-გაყიდვებიც მიმდინარეობს, სულ რომ სახლში იყო გამოკეტილი, მაინც მოგინდება გარეთ გასვლა და აღნიშვნა.

რაც შეეხება ამ თბილისობას, როგორც მერიის მუნიციპალური ბიგ-ბენდის სოლისტი, ისე მივულოცავ თბილისობას მსმენელს. ქართული სიმღერების რეპერტუარია. ერთ-ერთ ცნობილ სიმღერას ვასრულებ ფილმიდან „მოიტაცეს თამარ ქალი“.

სხვა თემაზე გადავინაცვლოთ. ახლახან პატარა შეგეძინა…

პატარა არის სასწაული, ამას ვერანაირად ვერ გადმოვცემ და ყველა დედა გამიგებს. დედობა ის გრძნობაა, რასაც ენით ვერ აღწერ. ჩემი შვილი დაიბადა 6 სექტემბერს, 2900 გრ, 49 სმ. სასწაული თვალის ფერით, ძალიან ლამაზი ცხვირითა და ტუჩით. დედა ვარ და ვაქებ საკუთარ შვილს (იცინის).

მეუღლე გინეკოლოგია. დაესწრო მშობიარობას?

თავად, რა თქმა უნდა, არ მიუღია მონაწილეობა, მაგრამ დაესწრო მშობიარობას. მეუღლე გახლავთ გინეკოლოგი, ქირურგი, ლაპარასკოპისტი. მთელი 20 საათის განმავლობაში, რაც სამშობიაროში მომიწია ყოფნამ, ჩემ გვერდით იყო. ასე მომიხდა საავადმყოფოში ყოფნა, ღამის სამ საათზე მივედი და საღამოს ცხრა საათზე გავაჩინე. ბიჭია, დემეტრე, დემე დოლიძე.

სექტემბერში გააჩინე და ამ ფონზე მით უმეტეს, კარგად დაგიკლია.

მართლა? დიდი მადლობა (იღიმის). დაახლოებით თვე და ათი დღე ძუძუს ვაჭმევდი ბავშვს და დიეტაზე ვერ ვიქნებოდი ვერანაირად. სხვათა შორის, გასაკვირია, მაგრამ კარაქიან პურებს ვჭამდი და მაინც ვხდებოდი. ახლა, რაღაც პრობლემების გამო, რძეს ვეღარ მივცემ პატარას, ამიტომაც მომიწევს დიეტებზე გადასვლა. თავისითაც დავიკელი. ძალიან ბევრი მქონდა მომატებული, მაგრამ არ დავასახელებ, რადგან სასწაული წონა ავკრიფე. თუმცა აქტიური ორსული ვიყავი, ბოლო წამამდე საქმიანობაში ჩართული, ვიყავი დაკავებული კონცერტებით. აგვისტოში, მეცხრე თვეში გახლდით, როდესაც ბენდი იურმალაში გაემგზავრა და მეც წავედი (იღიმის). შემდეგ ბაქოში მიდიოდნენ და ექიმმა მითხრა, თუ გინდა, გზაში გააჩინო, წადიო…

საქმიანობას სრულფასოვნად დაუბრუნდი?

თავიდან ფეხებამდე ჩაფლული ვარ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. თანაც, ვცდილობ, რომ ბავშვს დრო არ მოვაკლო.

გყავს ძიძა?

ძიძა არ მყავს, მაგრამ დედამთილი, დედა და ჩემი და ძალიან მეხმარებიან და ყველანაირად მიწყობენ ხელს. როცა სახლში ვარ, 100%-ით ჩემი ზრუნვის ქვეშ არის ბავშვი. მიწევს სახლიდან გასვლა და ამიტომაც, თუ სახლში ვარ, ვცდილობ, ის დრო ავინაზღაურო, რასაც მასთან ვერ ვატარებ (იღიმის).

mariko da qmari

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები