LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიოს დიდი ოცნება: გიოტცემ პატარა ბიჭზე წიგნი დაწერა

88

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ დაწერა საბავშვო წიგნი, რომელსაც “მარიოს დიდი ოცნება” დაარქვა. წიგნის რეალიზაციიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება მიუნხენის საქველმოქმედო ფონდში, რომელიც მძიმე სიტუაციაში მყოფ ბავშვებსა და მოზარდებს ეხმარება.

წიგნი მოგვითხრობს პატარა ბიჭზე, რომელიც ოცნებობს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელობაზე. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ეს არ არის გიოტცეს ავტობიოგრაფია. მარიომ თავისი წიგნი დორტმუნდში ფეხბურთის მუზეუმში სკოლის მოსწავლეებს წაუკითხა.

“ბავშვების კეთილდღეობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ისინი არიან ჩვენი მომავალი. გადავწყვიტე დამეწერა საბავშვო წიგნი პატივისცემაზე, მოთმინებასა და პატიოსნებაზე”, – განაცხადა გიოტცემ FP-სთან კომენტარში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები